ყვავილების სალონი მა როსე გაიხსნა 2017 წლის 19 ნოემბერს და სწრაფად დაიმკვიდრა სახელი ხარისხიანი პროდუქტითა და განსაკუთრებული მომსახურებით.მა როსე მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი ყვავილების, მცენარეების, ექსკლუზიური კომპოზიციებისა და თაიგულების ფართო არჩევანს.

მა როსეს პროფესიონალი ფლორისტები მუდმივად ზრუნავენ მომხმარებლის კარგ განწყობაზე. მა როსე მომხმარებელს სთავაზობს ქორწილებისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების სერვისს, ასევე, დეკორატიულ გაფორმებას, იქნება ეს ინდივიდუალური, საქორწილო თუ კორპორატიული. ჩვენი გამოცდილი დიზაინერ-დეკორატორები ქმნიან გემოვნებიან გარემოს თქვენი განსაკუთრებული დღისთვის.

მეტი კომფორტისთვის მა როსემ საკუთარ მომხმარებელს შესთავაზა ყვავილების ონლაინ მაღაზია, სადაც შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად მრავალფეროვანი ყვავილების თაიგულების შეკვეთა, როგორიცაა ვარდების თაიგული, ულამაზესი ორქიდეები, ქრიზანთემები და სხვა თაიგულები. ამასთანავე, შეგიძლიათ შეიძინოთ ულამაზესი კომპოზიციები ადგილზე უფასო მიტანით თბილისის მაშტაბით.